19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
ახალი სახეების ძებნა და ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნდება - პრემიერის თქმით, კადრების მოძიების პროცესს სათავეში სუბარი უდგას 

ახალი სახეების ძებნა და ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნდება - საქართველოს პრემიერის განცხადებით, პარტიაში განახლება მუდმივად მიმდინარეობს.

მამუკა ბახტაძემ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტია ახალ კადრებს ეძებს სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა, თუმცა მისი განცხადებით, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. 

ის ადამიანები კი, ვინც ახალ კადრებს არჩევენ, პრემიერის თქმით, მისი რამდენიმე მეგობარია და მათ შორის არის სოზარ სუბარიც. 

“დღესაც მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც შეეხება პარტიაში ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვას, მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარი რის ამ საქმით დაკავებული. სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, მე ამას ვერ დაგიდასტურებთ,"-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას. პრემიერი ამბობს, რომ ღარიბაშვილის როლი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდია. ბახტაძე ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერის მეორედ მოსვლა პოლიტიკაში ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. 

"ირაკლი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია მე ეს კომუნიკაცია მასთან მქონდა და ზოგადად ჩვენ პოლიტიკურ გუნდში ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა.

მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ჩვენ ამით შევძლებთ, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები