”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის შესახებ ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრის კანონპროექტები ბიურის სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა.
ერთი მათგანი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და უმრავლობის 6 დეპუტატის მიერ არის მომზზადებული.
გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი პასუხობს ყველა იმ კითხვებს, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნის შესახებ საზოგადოებაში არსებობს. მისი თქმით, განცხადებები, რომელიც ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ისმის, პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი.
„ანტაგონისტურია რასაკვირველია დამოკიდებულება ორი კანონპროექტის ერთმანეთის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა საკმაოდ საინტერესო, მრავალეტაპიანი შერჩევის სისტემას წარმოადგენს, რომელსაც არ დაეწუნება და დანარჩენი, ეს პოლიტიკური შეძახილები და ნიშნის მოგებით ლაპარაკი, ეს სამწუხაროდ ახასიათებს პოლიტიკას. აგერ ანა დოლიძე აცხადებს, რომ არც ერთი კანონპროექტი არ ვარგა და არის პოლიტიკური უთანხმოება იქნება, თუმცა განხილვები საკმაოდ ფართო, გამჭვირვალე ფორმას მიიღებს და საზოგადოებას ექნება საშუალება თავად შეაფასოს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.