19 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ეს გზავნილი ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, როგორც სერიოზული პრობლემა - ბოკერია სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაზე 

„ლეგიტიმური საერთაშორისო ზეწოლა, რომლის მაგალითია ეს მოხსენებაც, უნდა იყოს და იქნება დემოკრატიული ოპოზიციისა და საზოგადოების ხელში ერთ-ერთი ინსტრუმენტი შემდგომი არჩევნების დროს,“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს.

ოპოზიციის შეფასებით, ამერიკის მთავრობის მნიშვნელოვანი გზავნილი პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, თუმცა ბოკერია აღნიშნავს, რომ საქართველოს ახლა ასეთი მთავრობა არ ჰყავს. 

გიგა ბოკერიას თქმით, ლეგიტიმური საერთაშორისო ზეწოლა საზოგადოებისა და ოპოზიციის ხელში მომდევნო არჩევნებისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. 

გიგაა ბოკერია-ის სურათის შედეგი„თუ ერთი საკითხის გამოყოფაზეა ლაპარაკი, რომელმაც ყველაზე უფრო დააზიანა ქართული დემოკრატია და ჩვენი პარტნიორების თვალში, რომლებიც რეალობას აღწერენ, ამან, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ადეკვატური ყურადღება დაიმსახურა, ეს არის არჩევნები და როგორც ჩაიარა ამ არჩევნებმა. ეს გზავნილი ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, ნახევრად პასუხისმგებლიანმა მაინც უნდა მიიღოს, როგორც სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ხელისუფლება დღეს არ გვყავს.

"ჩვენი გათვლა ამაზე არ უნდა იყოს, თუმცა ლეგიტიმური საერთაშორისო ზეწოლა, რომლის მაგალითია ეს მოხსენებაც, უნდა იყოს და იქნება დემოკრატიული ოპოზიციისა და საზოგადოების ხელში ერთ-ერთი ინსტრუმენტი შემდგომი არჩევნების დროს. ჩვენ ყველა ამ რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად და დემოკრატიულად შეიცვალოს ის კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის დამღუპველი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები