19 ნოემბერი 2024,   09:13
ვრცლად
მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმები - იურიდიულ კომიტეტზე 3 კანონპროექტს განიხილავენ

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმების განხილვა იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის სხდომა გრძელდება. დეპუტატები კიდევ ერთხელ მოისმენენ ევროპული საქართველოს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მხარდაჭერაზე მმართველმა გუნდა გუშინ უკვე უარი თქვა და ერთადერთ ალტერნატივად ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული ცვლილებები გამოაცხადა.

ოპოზიციის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანამოაზრეების მიერ შემუშავებული ცვლილებები სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას უვადოდ აკანონებს.

მმართველი გუნდი ასევე მხარს არ უჭერს ეკა ბესელიას ინიციატივას.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი კომიტეტის დღევანდელ სხდომას, სავარაუდოდ, არ დაესწრება, რადგან ეკა ბესელიას შეფასებით, მმართველი გუნდი ცვლილებების მიღებას ფორსირებულ რეჟიმში ცდილობს.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„ევროპული საქართველო ამ პროექტის ლობირებას განაგრძობს. ჩვენ საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს. შემდეგ პლენარული სხდომის კენჭისყრაზე გამოჩნდება, რამდენი დეპუტატი უჭერს მხარს ჩინჩალაძის მიერ გაფილტრულ სიას და რამდენს ექნება სურვილი, უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ჰქონდეს საშუალება, რომ რეალურად სხვა - კლანის გარე, იურისტებიდანაც შეარჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროქტი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს პასუხობს.

დაკავშირებული სურათი„ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის ადვილად აღსაქმელი და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მოთხოვნა და ინტერესები,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

გუშინ კი სამი კანონპროექტი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 8 საათში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული განიხილა. მმართველმა უმრავლესობამ ყოფილი თანაგუნდელების და ევროპული საქართველოს კანონპროექტები ჩააგდო და მხარი ირაკლი კობახიძის ჯგუფის მიერ მომზადებულ ვარიანტს დაუჭირა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები