19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
გაყალბებული არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში - აშშ-ს დიპლომატიური განაჩენი ივანიშვილის ხელისუფლებას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილს დიპლომატიური განაჩენი გამოუტანა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 47 გვერდი საქართველოს ეთმობა, რაც დაწერეს ივანიშვილის გუნდისთვის მარტივი წასაკითხი არ არის. ოლიგარქის გვარი ანგარიშში, ორჯერ წერია და არც ერთხელ პოზიტიურ კონტექსტში. ამერიკელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ სწორედ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც მთავრობას და სასამართლოს "რუსთავის 2"-ის წინააღდეგ ბრძოლას უკვეთავდა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემების, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტში საუბარია ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის, აფგან მუხთარლის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავს ქუჩის მკვლელობის საქმეებზე.

ხაზგასმულია უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებული სკანდალი და კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები