დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის - ხმაური ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პარლამენტში ხდება, იუსტიციის საბჭოში არსებული კლანის მიერ იმართება.
ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს ბრალი დასდო მოსამართლეთა კლანის ლობირებაში.
„ტყუილები მოიკითხე იქ სადაც მიჩვეული ხარ, სიტყვები შეარჩიე. კორექტულად ცოტა. რომელმა შეაჩერეთ, მე არ გამიგია შენი პროტესტი იმ ათკაციანი სიის მიმართ. უნდა დაგეფიქსირებინა იქ, სადაც შეკრება იყო. აი ახლა დღეს ის გაბრაზებული ე.წ. ბიჭები დღეს კიდევ ერთხელ რომ არ გაბრაზდნენ და კიდევ ერთხელ გვაჩვენონ ძალის დემონსტრირება აქ ჩადეს ყველა სურვილი და ყველა ოცნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც სიას კი არ აჩერებს, იმ სიას ფიანდაზად ეგებოდა. მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ისე ვერ დამთავრდა როგორც ვიღაცეებს უნდოდათ,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას განცხადებას მამუკა მდინარაძის და ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელია საკუთარი სუბიექტური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
„რას ეთამაშებით და სუბიექტური ინტერესები იქით მოიკითხეთ რა,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რაზეც ეკა ბესელიამ მიუთითა, რომ მას სასამართლოში ოჯახური ბიზნესი აქვს.
მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას განუცხადა, რომ თავად მას ჰქონდა დალაგებული პროკურატურაში ურთიერთობები.