ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომი, აიკონია კაპიტალის ბრალდებებს ეხმაურება.
საუბარია ამერიკული კომპანიის დირტექტორის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს.
ევროპულ გამოცემა ახალ ევროპასთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორუფციითა და უკანონო გადაწყვეტილებებით კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს მის ჩასაძირად და ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო.
სტატიაში საუბარია კერძო ინვესტორზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის, სასიკვდილო მუქარაზეც.
სესილია მალმსტრომი აცხადებს, რომ ის სტატიის შინაარსს არ იცნობს, თუმცა ამბობს, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია, ჰქონდეს კარგი ბიზნესგარემო. მისივე თქმით, საქართველოში ინვესტორმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს.
„სტატია არ წამიკითხავს, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ყველა ქვეყნისთვის აუცილებელია, ჰქონდეს კარგი ბიზნესგარემო. საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა, თუმცა იმისთვის, რომ ინვესტორებმა თავი დაცულად იგრძნონ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. უნდა იყოს ძლიერი გამართული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, გამჭვირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. უნდა შესრულდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნა. სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენ ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა სესილია მალმსტრომიმ.