19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"ვფიქრობ, ბატონი ბიძინას ინტერესები დაემთხვა იმ შეთავაზებებს, რომელიც ამ გუნდიდან მიიღო" - ზვიად კვაჭანტირაძე

"ბიძინა ივანიშვილთანაც პოლიტიკური ინტერესები ასცდა" - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

დეპუტატი ამბობს, რომ კობახიძის გუნდს პარლამენტსა და პარტიაში გავლენები აქვს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის შეხედულებები ე.წ. ახლების ინტერესებს ემთხვევა.

„ცალმხრივად ამ ბიჭებზე ამის გადაბრალება ზედმეტია. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები დაემთხვა იმ შეთავაზებებს, რომელიც ამ გუნდიდან მიიღო და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მძიმე,“ - ამბობს კვაჭანტირაძე.

სასამართლოების თემა, ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, გუნდთან და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებში მთავარი წყალგამყოფია.

„თუკი ეს დანაშაულებრივი სქემა გავიდა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ, მოხდება ისე, რომ ძალიან მალე ეს იქნება ის ჯგუფი, რომელიც დანიშნავს თითოეულ დეპუტატს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პრეზიდენტს, ყველას საქართველოში... მე მეშინია, ისეთივე რამ არ გაუკეთონ ბატონ ბიძინას, როგორც მოქალაქეთა კავშირმა თავის დროზე გაუკეთა შევარდნაძეს,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დღის ამბები