19 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება - ოპოზიციის ლიდერები გორში იმყოფებოდნენ

არჩვენების პროპორციულის სისტემის ჩატარების მოთხოვნით ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. საკუთარი პოზიცია გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციის წევრებმა გააცნეს.

მოსახლეობას სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ და "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ მიმართეს.  

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს.

„პირველი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გახდეს საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, მაჟორიტარები დარჩებიან ადგილობრივ ბელადებად, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ბიზნესინტერესების დაცვით იქნებიან დაინტერესებულნი და რომლებიც მზად იქნებიან, პირველსავე შემთხვევაში შეცვლილი ხელისუფლების მხარეს გადავიდნენ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის წევრების თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან ის არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას იძლევა. ხათუნა სამნიძის შეფასებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემას ყველა ხელისუფლება ბოროტად იყენებს, ამიტომ ის დროულად უნდა შეიცვალოს.

დღის ამბები