გახდება თუ არა ანაკლიის პროექტი სახალხო და შესაძლებელი იქნება თუ არა ყველა მსურველისთვის აქციების შეძენა - კონსორციუმის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ინიციატივასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პარალელურად, დღეიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ერთვება. "Hyundai Samo Heavy Industries" ამწეების პროვაიდერი იქნება - შესაბამისი დოკუმენტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და კომპანიას შორის დღეს გაფორმდება.