19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
აქცია რუსთაველის გამზირზე - დემონსტრანტები "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან

"არა რუსულ კანონს!" - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების უწყვეტი პროტესტი, თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება. დემონსტრანტებმა შეკრება რუსთაველის გამზირზე ორი საათის წინ დაიწყეს. მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, ამ მომენტში კი, დემონსტრანტები "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან. რის შემდეგაც სავარაუდოდ, კვლავ პარლამენტის წინ უნდა დაბრუნდნენ. 

მომიტინგეები 11 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე, შეკრებას ყოველდღე გეგმავენ.

დღის ამბები