19 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
MET GALA 2024 - რა იყო წლევანდელი ღონისძიების კონცეფცია, რომლის პარალელურადაც პალესტინის მხარდამჭერები აქციას მართავდნენ

ყველაზე ძვირადღირებული, სანახაობრივი, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი კონკურენციის ღამე, სადაც ცნობილი ადამიანები ყველაზე მეტს გემოვნებაზე დავობენ, მსოფლიოს კი მოდის თანამედროვე ტენდენციებისა და თემატური კოსტიუმების სინთეზს სთავაზობენ - MET GALA 2024, რომლის ისტორიაც 1948 წლიდან იწყება ყველაზე ხმაურიანი, ყურებადი და განხილვადი მოდური ღონისძიებაა, რომელიც მონაწილეებს ყოველწლიურად შერჩეული თემატიკის გარშემო აერთიანებს.

წელს MET GALA 2024-ს სტუმრები მძინარე მზეთუნახავის პერსონაჟებად გადაიქცნენ, ღონისძიების კონცეფციად კი ბრიტანელი მწერლის ჯეიმს ბალარდის მოთხრობა "დროის ბაღი" შეირჩა, რაც ბევრისთვის ირონიული გადაწყვეტილება იყო. ვიდრე სტუმრები ერთმანეთის სამოსს გამომცდელი თვალით ათვალიერებდნენ და მწვანე ხალიჩაზე პოზირებდნენ, მეტროპოლიტენის მუზეუმთან პროპალესტინური აქცია იმართებოდა.

დღის ამბები