16 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
გახარიამ და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ, 20 ივნისის საქმეზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ - გიორგი ვოლსკი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა, მმართველ გუნდში შეფასებები გაკეთდა. 

როგორც გიორგი ვოლსკი აცხადებს, 20 ივნისის საქმეზე, გახარიამ და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს:

"მითითებულია რომ აქცია იყო აგრესიული და ემუქრებოდა სახელმწიფო წესრიგს და მის მიმართ ზომების მიღება დაშვებული იყო, თუმცა ტექნიკურ ნაწილში არის შენიშვნები, უფრო მეტის, კომპენსაციები არის განსაზღვრული კონკრეტული პირების მიმართ, რა თქმა უნდა, არც გამოძიებისა და არც ქმედებების ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული გარკვეული სტანდარტები, რომელიც ევროპულ სტანდარტს ახასიათებს. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა დაადასტურა ის, რაც უკვე რამდენიმე თვეა ვამბობთ - არც გამოძიება იყო ჩატარებული სათანადოდ და ქმედებებშიც სერიოზული გადაცდომები იყო. რასაკვირველია გახარიამ და საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობამ ამაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და კონკრეტულად გასცეს პასუხი კონკრეტულ შეკითხვებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

დღის ამბები