16 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ გადაწყვეტილებას - "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" - მხარი ერთხმად დაუჭირა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ გადაწყვეტილებას - "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" - მხარი ერთხმად დაუჭირა.

როგორც ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განმარტა, 46-მა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა. ეს კი მკაფიო გამოხმაურებაა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე.

დოკუმენტში ასევე, ხაზგასმულია ბოლო წლებში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ, რომლითაც საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა.

დღის ამბები