19 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
კვაჭანტირაძე ცქიტიშვილს: რუსები მიიჩნევენ ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად, ამაზე ხმამაღლა საუბრის რატომ გვერიდება?

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება უპირველესყოვლისა რუსეთისთვის არის მიუღებელი-ეს განცხადება ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. პარლამენტში, სადაც ამ წუთებში ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ, „ოცნების“ ყოფილმა თანაგუნდელმა მაია ცქიტიშვილს მოუწოდა ნუ მოერიდება იმის აღიარებას, რომ ანაკლიის პორტი ხელს უშლის რუსეთის ინტერესებს.

„რა თქმა უნდა უპირველესყოვლისა არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები  მიიჩნევენ ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად, რომელიც შეიძლება ჩვენს რეგიონში განხორციელდეს. ამაზე ხმამაღლა საუბრის რატომ გვერიდება. ეს ჩვენ დაგვიცავს. ამას ნიშნის მოგებით არ გეუბნებით. ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ,"-განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები