19 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
„ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი - თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ხომ არა“ - სალომე სამადაშვილი პრემიერს მიმართავს

„სიღარიბე, სიღატაკე, კრიმინალური მენტალიტეტი გაზრდილი დანაშაული - ეს ყველაფერი არის თქვენი ხელისუფლების დამსახურება,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისამართით გააკეთა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერს უსმენენ და ქვეყანაში შექმნილ კრიმინალურ მდგომარეობაზე მსჯელობენ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაზრდილია, რასაც სტატისტიკაც ცხადყოფს.

სალომე სამადაშვილისთვის მიუღებელია მთავრობის არგუმენტები, რომ თითქოს, ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის გამო იზრდება დანაშაულის სტატისტიკა.

„ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და იქნება ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელმაც დაამსგავსა ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ, კრიმინალურ კარტერს.

„მაშ თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი?- თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად და ანაწილებს, ალაგებს საქმეებს ბიზნესმენს შორის ქურდული წესებით, კანონის და სამართალის გვერდის ავლით. თუ ბატონმა ფარცხალაძემ, რომელიც ხან ხალხს ურტყამს დაუსჯელად ქუჩაში და ხან სარდაფში ჩაჰყავს ხალხი საქმის გასარჩევად,“ - ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, თავად ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირები. დეპუტატმა მაგალითად იუსტიციის მინისტრის და თბილისის მერის მაგალითები მოიყვანა.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„ვინ შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი ამ ქვეყანაში თუ არა მირზა სუბელიანმა, რომელმაც დაალაგა სარალიძის საქმე ისე, რომ დღემდე ვერავის ვერ გაურკვევია ვინ მოკლა დათო სარალიძე და მამამისი დღესაც დგას პარლამენტის წინ და ელოდება პასუხს ხელისუფლებისგან. თუ თქვენმა სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა გომელაურმა, რომელმაც განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის გამტაცებელს, ალბათ, ვერასდროს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ ბევრი საქმე გამოუძიებელი რჩება. თუ ქალბატონმა წულუკიანმა შექმნა კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც ხან ქურდებთან სურათებს იღებს და ამ ტრიბუნიდან აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობაში ვინ არის დამნაშავე არ იცის და არც აინტერესებს თუ ბატონმა კალაძემ, ასევე თქვენმა თანაგუნდელმა, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებს პირადად ხვდება და აცილებს მერე სხვა ქვეყნებში. ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი, ბატონო პრემიერო, მაინტერესებს და საერთოდ აზრი როდის შეიცვალეთ იამზე, რომ ძალიან ფუნდამენტურად მიუღებელი იყო თქვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ რავიცი, შემომწირველებს შორის იყავით, როგორც აღმოჩნდა ენმ-ის მმართველობის პირობებში ამ პარტიის და მთავარი მიზეზი, რომელზეც თქვენ აქ საერთოდ არ საუბრობთ. ბატონო პრემიერო, კრიმინალი და დანაშაული იზრდება სიღატაკესთან და სიღარიბესთან ერთად და ქართველი ხალხი არის თქვენგან გაღარიბებული და გაღატაკებული,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის განცხადებით კი წინა ხელისუფლების წევრებს არ აქვთ უფლება კრიმინალის ზრდაზე ისაუბრონ. ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ ვერ შეძლეს სამართლიანობის აღდგენა.

დღის ამბები