საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, ზუგდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე კენჭს იყრის. სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
მან საზოგადოებას შეახსენა საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდში იყრიდა, არჩევნები მოიგო, თუმცა მასშტაბური გაყალბების გამო, მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.
გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნოდ ზუგდიდში პროვოკაციებს არ გამორივხავს.
„ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად - ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გაერთიანებული ოპოზიციისა და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა იმიტომ, რომ თვიდანვე ქალბატონ სანდრას უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი. მინდა გაგახსენოთ, რომ ქალბატონმა სანდრამ ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ ან უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩაატაროს. განცხადება ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ გააკეთა.