19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"შესანიშნავი სამედიცინო დიაგნოზია, რაც შეეხება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს" - გრიგოლ ვაშაძე FOX NEWS-ის სტატიაზე საუბრობს

"სტატიაში შესანიშნავი სამედიცინო დიაგნოზი არის დასმული,” - ასე ეხმაურება ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გავლენიანი ამერიკული ტელეარხის ონლაინ გამოცემის FOX NEWS-ის სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

სტატიაში წერია,  რომ ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინს განზრახ არ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა საქართველოში და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სწორედ ეს ციტატა არის ქვეყნის არაფორმალური მმართველის „სამედიცინო დიაგნოზი.“

ვაშაძე ამბობს, რომ სტატიიდან ძალიან კარგად ჩანს, რა განწყობაა ამერიკულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში, საქართველოში არსებული არაფორმალური მმართველობისა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

"სტატიაში შესანიშნავი სამედიცინო დიაგნოზი არის დასმული, რაც შეეხება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს. ეს ციტატაა: "პუტინთან დაახლოებული საქართველოში მცხოვრები ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსული მანდატით მიდიოდა ხელისუფლებაში და მიუხედავად 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ომის, ერთი სიტყვა კრიტიკის არ დასცდენია რუსეთის ფედერაციის ან პუტინის მიმართ." აი, ეს შესანიშნავი სამედიცინო დიაგნოზია და ძალიანკარგად ასახავს ამერიკული საზოგადოების, ამერიკული მასმედიის და პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან დიდი ნაწილის მოსაზრებას იმაზე რა ტიპის ე.წ. ხელისუფლება გვყავს დღეს საქართველოში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

სტატიაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ლობისტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აშშ-ში რუსულ ინტერესებს ლობირებდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები