"დარწმუნებული ვარ, რომ როგორც 2016-ში, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება,“- ეს განცხადება სანდრა რულოვსმა გაერთიანებული ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე კენჭს იყრის. სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად. შეიძლება ჯერ სახლი ვერ ვიყიდო იმიტომ, რომ ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ როცა ის წავა, აუცილებლად სახლსაც ვიყიდი და ზუგდიდი იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც 2016-ში ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება. როგორც არასდროს, ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ ზუგდიდის მოსახლეობის, მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე უკვე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.