19 ნოემბერი 2024,   09:15
ვრცლად
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი" - ქეთევან ციხელაშვილი

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რეზოლუცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებული იყოს.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ადგილზე საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტები ამოქმედდეს.

ქეთევან ციხელაშვილი-ის სურათის შედეგი„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთი მხრივ, იყოს რეგულარულად ინფორმირებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, გადავდგათ ჩვენ ნაბიჯები იმისთვის, რომ ამოქმედდეს ვიდრე დეოკუპაციამდე ადგილზე საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტები. ძალიან რთულია, გაზომო შედეგიანობა ამ რეზოლუციების იმ პირობებში, როდესაც რეალურად მართლაც საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ ინსტრუმენტების მუდმივი, რეგულარული გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„თანამშრომლობა საქართველოსთან“ - ამ სახელწოდების რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული, მძიმე ვითარების გამო და ხაზს უსვამს ამ რეგიონებში მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები