17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
რამდენიმე საათში მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს დაასახელებენ - ქართველი ლადო აფხაზავა ათეულშია

რამდენიმე საათში გახდება ცნობილი „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) მფლობელი. ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა ათეულშია წარდგენილი. აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.

საუკეთესო ხუთეულის გამოცხადებამდე, კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“ ელჩი გახდა. ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგია. 

დღის ამბები