03 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
“ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” - სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების საკითხს განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს, 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხს განიხილავს.

საუბარია საქართველოს 7 მოქალაქის ინდივიდუალურ საჩივარზე, რომლებიც ქართველების იძულებითი დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

საქმეში - “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა გამოავლინა. მათ შორის ყველაზე მძიმეა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლების დარღვევა და უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვის იგნორირება.

როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, სასამართლო ამ საქმის განხილვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ აგრძელებს.

დიდ პალატამ რუსეთს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა იანვრის თვეში უკვე დააკისრა.

„ბერძენიშვილი და სხვები, რუსეთის წინააღმდეგ საქმეებზე, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ მას შემდეგ რაც მხარეები, რუსეთის ფედერაცია და საქართველო სახელმწიფოთა შორის განაცხადით შეთანხმდებოდნენ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით იმ თანხის ოდენობაზე, რაც უ7ნდა გადაეხადა რუსეთს საქართველოსთვის, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვეოდა ის ოდენობა, რაც ინდივიდუალურ განაცხადებზე რუსეთის ფედერაციას უნდა გადაეხადა. ეს საბოლოო ნაწილია ამ საკითხის გადაწყვეტისა,“-განაცხადა ადვოკატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.

დღის ამბები