19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
"ზურაბ აბდუშელიშვილი ასრულებდა "ომეგას" საქმეში შიკრიკის როლს" - ლევან თარხნიშვილი უზბეკეთში საქართველოს ელჩის დანიშვნაზე

„ეს არის ის ზურა აბდუშელიშვილი, რომელიც ფიგურირებს ომეგას საქმეში, ცნობილ ჩანაწერებში, როდესაც ორ მილიონს სთავაზობს,“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, უზბეკეთში საქართველოს ელჩად ზურაბ აბდუშელიშვილის დანიშვნას.

თარხნიშვილი ახალი ელჩის წარსულ საქმიანობაზე საუბრობს და ამბობს, ის მმართველ გუნდთან და მის შემომწირველებთან დაახლოებული ბიზნესმენია.

მისივე თქმით, აბდუშელიშვილი ომეგა ჯგუფის საქმეში ფიგურირებს.

„ეს არის ის ზურა აბდუშელიშვილი, რომელიც მეგობრობს და ბიზნესპარტნიორია გუგული მაღრაძის სიძის, რომელიც მეგობრობს და ბიზნესპარტნიორია ქართული ოცნების შემომწირველების. აგრეთვე, მისი ძმა და თვითონაც მეგობრობს კახი კალაძესთან, ბატონ ბახტაძესთან და, რომელიც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ომეგას საქმეში შიკრიკის როლს. სწორედ ეს ყველაფერი დაუფასდა და მიიღო დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ფორმალური საფუძველი და კრიტერიუმები ამ დანიშვნისა არ არსებობს. მიიღო დანიშვნა ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში მისი ოჯახი აკეთებდა საკმაოდ კარგ ფულს, დაწყებული ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ზურაბ აბდუშელიშვილის ომეგა ჯგუფის საქმესთან კავშირზე ნატო ჩხეიძე საუბრობდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიზნესმენი ომეგა მოტორსში მივიდა და 20 ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის სურვილი გამოთქვა.

ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, 2 მილიონი აბდუშელიშვილმა იმავე დღეს გადაიხადა, ხოლო დანარჩენის გადახდას კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში გეგმავდა. თუმცა, მოულოდნელად დამკვეთმა კონტრაქტის შეწყვეტა და უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა მთავარ მოვლენას, როცა ზაზა ოქუაშვილს, ხელისუფლების ყველა შეთავაზების და დათმობის სანაცვლოდ, მთავარი განაცხადება უნდა გაეკეთებინა - მას ტელეკომპანია იმედის ეთერში წინასწარ დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა, სადაც მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიაზე ისაუბრებდა. 

დღის ამბები