19 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები და მამაოების ჩართულობა - სასულიერო პირები სოფო კილაძის ინიციატივას მიესალმებიან 

სოფო კილაძის ინიციატივას, რომელიც მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში აძლევს  მოსწავლეს უფლებას, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს დაესწროს, სასულიერო პირები მიესალმებიან.

კანონპროექტი დღეს უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

ცვლილებები "ბავშვთა უფლებების კოდექსში" შედის, რომლის მიხედვითაც, მშობლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, პროცესში სასულიერო პირიც ჩაერთოს.

სასულიერო პირები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენას დაესწრნენ, აცხადებენ, რომ ინიციატივა მოსწონთ და ამ მხრივ ეკლესიის მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მშობელმა უნდა განსაზღვროს, ისწავლოს თუ არა მისმა შვილმა ეს საგანი. ეს არის ძალიან ისეთი საკითხი, სასულიერო პირთან, როგორც მოძღვართან, მშობელიც მიდის და შვილიც მიდის. ასე რომ, ეს მათი გადასაწყვეტია, მოვლენ თუ არა ჩვენთან. ისეთი საკითხი, რომელიც მთლიან საზოგადოებრივ ცნობიერებას ეხება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც, ეს იქნება სექსუალური აღზრდა თუ არ იქნება და რაღაც სხვა საკითხი იქნება, ეკლესიას რაც აქვს სწავლება, ის იქნება გადმოცემული ყოველთვის სასულიერო პირის მიერ,“ - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები