19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
„კანონის სრული დაცვით იქნა ყველაფერი გაკეთებული" - კალაძე ტვერელის ეკლესიაზე საუბრობს და თანამშრომლებს საყვედურობს

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომა ტვერელის სახელობის ეკლესიის ახლოს მიმდებარე მშენებლობაზე საუბრით  დაიწყო. კახა კალაძემ მერიის თანამშრომლებსა და მთაწმინდის გამგეობის წევრებს საყვედურით მიმართა.

მისი თქმით, მათ სათანადო ყურადღება უნდა გამოეჩინათ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მთაწმინდაზე, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ.

კალაძე ამბობს, რომ მშენებლობა ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და ეკლესიას საფრთხე არ ემუქრება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის სრული დაცვით იქნა ყველაფერი გაკეთებული. აქ ბარაკები იყო განთავსებული. მინდა საყვედურის სახით ვთქვა ჩემი თანამშრომლების მიმართ, როდესაც ეს თემა გახდა აქტუალური, ალბათ შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ, უნდა დაებარებინათ ადამიანების ეს ჯგუფი,“- განაცხადა მერმა.  

კალაძე ამბობს, რომ მშენებლობა არ შეჩერდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები