19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
ქანთარია, ფოფხაძე, ჭიჭნაძე, კაკულია, პაპუაშვილი, კობერიძე - დეპუტატების შავი სია, რომელთა გარიცხვას ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა

გედევან ფოფხაძე, დღეს ბიძინა ივანიშვილის ე.წ. შავ სიას ასაჯაროებს, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერს, გასარიცხი დეპუტატების გვარები ეწერა. 6 დეპუტატის პარლამენტიდან გარიცხვაში დახმარებას ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე სთხოვდა.

გედევან ფოფხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაიხსენა, რომ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდებოდა, მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ზაზა პაპუაშვილი, ნუკრი ქანთარია და თავად გედევან ფოფხაძე. "ოცნების" ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ირაკლი კობახიძე 6 დეპუტატის გარიცხვას სთხოვდა და მათ შორის იყვნენ როგორც შეხვედრის მონაწილეები, ასევე რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ნუკრი ქანთარია დღეს ამ საუბარს ვერ იხსენებს, თუმცა აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის გედევან ფოფხაძეს მსგავსი ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ჰქონოდა, რადგან მაშინ დაპირისპირება უმრავლესობაში საკმაოდ მწვავე იყო.

“ბატონ ბიძინას შევხვდით, მაშინ ის არ იყო მოსული პოლიტიკაში. შევხვდით წმინდა ახლობლური თვალსაზრისით, როგორც დამფუძნებელთან და ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მაგრამ მე არ მახსენდება ახლა ნამდვილად რომ მან გვითხრა, რომ აი კობახიძე მეუბნება, რომ თქვენ გასარიცხ სიაში ხართო. არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ მახსოვს კობახიძე ტელევიზიით ამბობდა, რომ ამ ხალხს რაღაც პარტიული სასჯელი უნდა დაეკისროს თუ რაღაც ამდაგვარს. ახალ ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ იქ რომ ამაზე  ყოფილიყო საუბარი ამას ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ მართლა არ მახსენდება. შეიძლება გედიმ სხვა წყაროდან ეს იცის და ეს არ იყო მაშინ გამორიცხული იმდენად მწვავე იყო ურთიერთდაპირისპირება,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კიდევ ერთი დეპუტატი ვის გარიცხვასაც გედევან ფოფხაძის მტკიცებით ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა, რომან კაკულიაა. მან დღეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თქვა მხოლოდ ის, რომ ირაკლი კობახიძესთან კარგი ურთიერთობა აქვს.

Image result for რომან კაკულია

„როდესაც მქონდა გარკვეული უთანხმოება ტელევიზიას ეხებოდა ეს, მის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მან მოახერხა ის, რასაც ბევრი ვერ ახერხებს რომ ეს კონფლიქტი ისე გავიარეთ რომ ჩვენ შემდგომ ურთიერთობას არ დატყობია. ამას ბევრი ხელმძღვანელი ვერ ახერხებს,“-განაცხადა რომან კაკულიამ. 

დღის ამბები