19 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
საქართველოში უკანონო შემოსავლების წყარო ძირითადად თაღლითობა და კიბერდანაშაულია - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 

ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოში უკანონო შემოსავლების ძირითად წყაროდ, კიბერდანაშაულს და თაღლითობას მიიჩნევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია,  რომ საქართველო ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო კრიმინალური ჯაჭვის ერთი რგოლია. სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს იყენებენ ერთი იურისდიქციიდან მეორეში თანხების გადარიცხვისთვის.

 „უკანონო შემოსავლების წყარო ძირითადად თაღლითობა და კიბერდანაშაულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. სოციალური სქემები ყველაზე ხშირად გამოიყენება მასშტაბური მარკეტინგული თაღლითობისთვის. საბანკო და ფულის გადარიცხვის სისტემები თანხების მიმოქცევის მთავარი საშუალებაა და ხშირად საქართველო საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯაჭვის მხოლოდ ერთი დამაკვშირებელი რგოლია. საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს იყენებენ ერთი იურისდიქციიდან მეორეში თანხების გადარიცხვისთვის,”-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამავე თემაზე
დღის ამბები