19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
"თავხედი ხარ, ნუ იმუქრები, თუ ქალი ხარ" - მწვავე დაპირისპირება ელენე ხოშტარიას და სოფო კილაძეს შორის

ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები და სოციალური მუშაკების გაფიცვა- საკითხზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოთხი საათია მსჯელობენ. კომიტეტის სხდომას სოციალური მუშაკები ესწრებიან, რომლებიც პროტესტს ისევ განაგრძობენ.

პარლამენტში დავით სერგეენკოს ელოდებოდნენ, თუმცა დეპუტატების და სოც, მუშაკების კითხვებს მის ნაცვლად მინისტრის მოადგილე პასუხობს.

ცოტა ხნის წინ სხდომაზე ხმაური იყო. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სოფო კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ელენე ხოშტარიას გაღიზიანება სოფო კილაძის იმ კომენტარს მოყვა, სადაც დეპუტატს მიმართა, რომ დემაგოგიური განცხადებების გაკეთება შეეწყვიტა.

„რას ნიშნავს დემაგოგობ, წესიერად ილაპარაკე, შენ“ - განაცხადა ხოშტარიამ, რაზეც სოფო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს მოუწოდა, რომ მუქარა შეეწყვიტა.

„შოუს ვინც აწყობს, ვხედავთ. ეს შენი ჩვეული სტილი, რა. ნუ დემაგოგობ. ნუ გადაგყავს პოლიტიკურ ჭრილში. სირცხვილია, ელენე. ნუ იმუქრები ერთი, თუ ქალი ხარ. თავხედიც ხარ და მეტიც ხარ,“ - განაცხადა კილაძემ

დღის ამბები