19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
საპატრიარქოსთვის სიმბოლურ ფასად ან უსასყიდლოდ გადაცემული მილიონობით ლარის ქონებები - EMC-ის კვლევა

1 714 822 კვ. მეტრი მიწა და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ მილიონ 379 700 ლარი – ეს ის ქონებაა, რომელიც სახელწიფომ 2014-2018 წლებში საპატრიარქოს გადასცა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევის მიხედვით, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების მასშტაბი პოლიტიკური მოვლენების და საარჩევნო პროცესების პარალელურად იზრდება.

კვლევაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ქონებას საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ან სრულიად უსასყიდლოდ აძლევენ.

კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 60-ზე მეტი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა მთავრობისგან საპატრიარქოს.

2016-18 წლებში 80 ათასი კვ. მეტრის ოდენობის უძრავი ქონება გადასცა მთავრობამ საპატრიარქოს. კვლევის ავტორები ამობენ, რომ ამ ქონების საფასური უცნობია, ვინაიდან ისინი უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად არის გადაცემული.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საპატრიარქოსთვის დაუსაბუთებლად გადაცემული ქონებების რაოდენობა დიდია და ტენდენციაც, რომ არ ხდება დასაბუთება გადაცემული ქონებების, ნარჩუნდება ბოლო წლების განმავლობაშიც.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ რელიგიური საკითხების გამოყენება შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებისთვის ხდებოდეს.

ისინი ხაზს უსვამენ ერთ ტენდენციას, რომ მაგალითად, 2018 - საარჩევნო წელს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უძრავი ქონება გადაეცა საპატრიარქოს.

თამთა მიქელაძე-ის სურათის შედეგი„ქონებების გადაცემა არ ხდება როგორც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ქონებების გადაცემა, საერთოდ არ უკავშირდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული რესტიტუციის ვალდებულებას. ეს არის თვითნებური, ყოველგვარი საჯარო, ლეგიტიმური მიზნის გარეშე ქონებების გადაცემა, რომელიც ისევ და ისევ, ეკლესიის უპირობო პრივილეგირების წესით ხორციელდება, რაც რა თქმა უნდა, არ ჯდება არც სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპში... მათ შორის დაფინანსებების პრაქტიკა აჩვენებს, წინა ხელისუფლების პერიოდშიც და ახლაც რომ, დაფინანსებები და უძრავი ქონების გადაცემა, ეს არის ის იარაღი, რომლითაც სოციალური და პოლიტიკური კრიზისების დროს იყენებს ხელისუფლება, რომ მან ეკლესიის წინააღმდეგობა შეაკავოს ან მისი ლოიალობა მოიპოვოს,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ. 

დღის ამბები