მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ სასამართლო მიკერძოებულია - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% აზრით, სასამართლოს მართველი გუნდს გავლენიანი კლანი აკონტროლებს. 35% აზრით, სასამართლოში კორუფციაა. აბსოლუტური უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ იმ მოსამართლეების ადგილი სასამართლოში არ არის, რომლმაც წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილებები ზეწოლის შედეგად მიიღეს.
კითხვაზე - არის თუ არა სასამართლო სისტემა მიკერძოებული მმართველი პარტიის მიმართ?- პასუხები ასე გადანაწილდა:
დიახ 53%
არა 18%
არ ვიცი 29%
არის თუ არა სასამართლო სისტემა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის კონტროლის ქვეშ? პასუხი დიახ -53%-მა გასცა.