საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე დუმილი არჩია და ჟურნალისტებს გაექცა, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას, სოციალური ქსელით ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მემორიალთან მხოლოდ თაიგულის მიტანით შემოიფარგლა "ფეისბუქზე" წერს, რომ დღეს უსამართლობაზე და ძალადობაზე ერის გამარჯვების დღეა.
„9 აპრილის ტრაგედიამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაპოვნინა. ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. უსამართლობაზე, ძალადობაზე ერის და ეროვნული სულის გამარჯვების დღეა!“- წერს პრეზიდენტი.
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მყოფმა პრეზიდენტმა ტერიტორია დაცვის თანამშრომლების დახმარებით, უკომენტაროდ დატოვა. ზურაბიშვილმა არც ჟურნალისტებს უპასუხა და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მას პრობლემაზე უყვებოდნენ და დახმარებას სთხოვდნენ.
9 აპრილის მემორიალთან მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ "რუსთავი2"-ს ფოტო მიაწოდა, სადაც ჩანს, როგორც უგზავნის მოკლეტექტურ შეტყობინებას, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახური, დაცვის სამსახურს.
სმს-ში ვკითხულობთ : "მაჩალიკაშვილი დგას ჩვენს მანქანასთან, სხვა მხრიდან ხომ არ გავიყვანოთ".
სწორედ ამ მოკლეტექსტური შეტყობინების შემდეგ გაიყვანეს სალომე ზურაბიშვილი ტერიტორიიდან ისე, რომ მასთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონია არც ქალბატონს, რომელიც პრეზიდენტს დახმარებას სთხოვდა და არც თემირლან მაჩალიკაშვილის მაჩალიკაშვილის მამას.
"მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს"-განუცხადა მაჩალიკაშვილმა "რუსთავი2"-ს.