07 მაისი 2024,   11:25
ვრცლად
საქართველოს პარაოლიმპიური მოძრაობის დამფუძნებელმა სპორტის სამინისტროს დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგო

საქართველოს პარაოლიმპიური მოძრაობის დამფუძნებელმა გიორგი წასიძემ სპორტის სამინისტროს დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგო.

საქმე ეხება პრემიალური თანხის გადაცემას, რომელიც 2016 წელს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მწვრთნელს შეუჩერეს და გადახდაზე უარი უთხრეს.

წასიძემ პირველ ინსტანციაში დავა უკვე მოიგო, დღეს კი იგივე განაჩენი მეორე ინსტანციაშიც დადგა. ამრიგად სამინისტროს მისთვის 68 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. დღესვე მან დაადასტურა, რომ კვირას გადაცემა PS-ში გასული სიუჟეტის შემდეგ ნაკრების წევრ აკაკი ჯინჭარაძეს კერძო პირი დაუკავშირდა და საჩუქრად მისთვის აუცილებელი ეტლი გასცა.

„სასამართლოში დავამტკიცე ჩემი სიმართლე. სახელმწიფოს დაეკისრა 68 000 ლარის გადახდა და არა ერთხელ განმიცხადებია და ახლაც განვმეორდები, ამ თანხას სრულად მივმართავ პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი წასაძემ.

დღის ამბები