სამხრეთ ბრაზილიაში, რიო გრანდე დუ სოლის შტატში, ძლიერი წვიმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა - დატბორილია რეგიონი, სადაც ასზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაშავებულია 270-ზე მეტი ადამიანი, 120 ათასზე მეტი კი იძულებით გადაადგილებულია.
სტიქიის შედეგად, 34 მუნიციპალიტეტში, 850 ათასი ადამიანი დააზარალა - დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.