16 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება - გაერთიანებულ ოპოზიციაში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ 

ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.

დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.

მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, მთავრობას პროვოკატორების და პოლიციელების ჩართულობა მისი შეშინებისთვის სჭირდება.

„მთელი დღეა დავდივართ ხალხთან შეხვედრებზე. დაგვდევდა ერთი მანქანა, სადაც ორი ადამიანი იჯდა. გადასცემდნენ სად ვიყავით, როგორ ვიყავით. პროვოკატორებიც მოჰყავდათ რამდენიმე ადგილზე, ქალაქშიც და სოფელშიც და გვიშლიდნენ ხელს ხალხთან შეხვედრის დროს. იმის ნაცვლად, რომ ებრძოლონ კრიმინალს, დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტის ხელშეშლით. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ეს მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები