19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, გაირეს კონსულტაციები და ჩაწერეს არაოფიციალურ დოკუმენტში - ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, გაირეს კონსულტაციები ჩაწერეს ამ არაოფიციალურ დოკუმენტში - ასე ეხმაურება ოპოზიცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრას.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მმართველი გუნდი არ აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომისიის რეკომენდაციები გაიზიაროს.

ოპოზიციის აზრით, „ქართული ოცნება“ დოკუმენტში იმას ჩაწერს, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა.

ნიკა მელია-ის სურათის შედეგი„მთელი ეს პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ადამიანზე, ოხანაშვილი, მდინარაძე-თალაკვაძე, კობახიძე, მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, გაირეს კონსულტაციები. ჩაწერეს ამ არაოფიციალურ დოკუმენტში, წაკითხულიც კი არ აქვთ არცერთ დეპუტატს და ბატონი ოხანაშვილი ავიდა ტრიბუნასთან და ბატონი ოხანაშვილისგან უნდა გავიგოთ, თურმე, და ვენდოთ. გასაგებია, თქვენ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავთ, მაგრამ კალენდარზე არის 2019 წელი და პატივი ეცით, როგორც სხვა დეპუტატებს ამ დარბაზში, ასევე მოსახლეობის უდიეს ნაწილს, რომელმაც თქვენი ზურგი გაქციათ. ბიძინა ივანიშვილი რასაც დაგავალებთ, იმას მოხვალთ და 5 წუთში ეცდებით, რომ მოაკვარახჭინოთ, ეს აღარ გამოვა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა საკომიტეტო მოსმენაზე არ არის განხილული. მათი თქმით, სადავო კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით ხდება, რაც დაუშვებელია.

ცოტა ხნის წინ კი ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტის სხდომაზე გარკვეულ დროს ითხოვდნენ, რათა ახალ პროექტს გაცნობოდნენ.

დაკავშირებული სურათი„საკითხი გამოდის ისე, რომ არცერთ პარლამენტარს არ უნახავს გადამუშავებული კანონპროექტი და დღეს დილით დაარიგეს რაღაცა, რომელსაც არაოფიციალური ვერსია. ჩვენი, ოპოზიციის ვალდებულება იყო, რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა, რომ ელემენტარულად მცირე დრო მაინც გვქონდეს, რა წერია ამ არაოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ, ახლა მთელმა საქართელომ ანრი ოხანაშვილის პირით და არაოფიციალური დოკუმენტებით უნდა გავიგოთ, თურმე. ასე არ ხდება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

სესიამდე საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს. რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. ბიძინა ივანიშვილის პარტია მხოლოდ ორ დათმობაზე წავიდა.

 

დღის ამბები