19 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება - დადიანების ისტორიულ ეზოში პოლიტიკური აქტივობების გამართვა აიკრძალა 

ქმედება, რომელიც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატისთვის ნებადართულია, არ შეიძლება ოპოზიციისთვის - განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით, დადიანების ისტორიულ ეზოში პოლიტიკური აქტივობების გამართვა აიკრძალა. განკარგულება 7 აპრილით თარიღდება. ანუ მეორე დღიდან, რაც "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ამ ადგილზე გეგა შენგელია წარადგინა. განკარგულების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა მუზეუმის ხელმძღვანელობას ნებართვა ღონისძიების გამართვის შესახებ, 60 დღით ადრე უნდა სთხოვონ. 

„დადიანების სასახლის მუზეუმის დირექტორმა აღიარა, რომ ბატიაშვილის წერილი მოვიდა, რომელმაც 60 დღიანი შუალედი ითხოვა პოლიტიკური ღონისძიების ჩასატარებლად დადიანების ტერიტორიაზე, სადაც ტარდება ხოლმე პოლიტიკური ღონისძიებები. მას შემდეგ, რაც გეგა შენგელიას წარდგენა მოხდა. ფაქტია, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია მარცხში ამ ქალაქში, ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ რაღაცნაირად წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ეს წარმოუდგენელი თემაა,“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

განათლებისა და კულტურის უწყებაში განმარტავენ, რომ ბრძანებაში განსაკუთრებული არაფერია და მსგავსი გადაწყვეტილებები ყველა არჩევნების წინ მიიღება. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ დოკუმენტზე მინისტრის ხელმოწერა არ არის და გადაწყვეტილება მუზეუმს იურიდიულ სამსახურს ეკუთვნის. 

დღის ამბები