„ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას შეთავაზებას თანხმდება და შინაგან საქმეთა მინისტრს არაფორმალურ შეხვედრაზე, ფინჯან ყავაზე ეპატიჟება. ელენე ხოშტარიას თქმით, ის მზადაა, გახარიას ყავა თავად მოუდუღოს.
"ევროპული საქართველო" წევრი აცხადებს, რომ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს. ელენე ხოშტარიას თქმით, გიორგი გახარია მთავარ კითხვებს ვერ გაექცევა და ვერ დაემალება.
მისი განცხადებით, პანკისში მინისტრები და სახელმწიფო სპეცრაზმელებს ამოეფარა.
„დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს, ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტსა და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო, ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა , ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და კითხვებს გასცეს პასუხი,’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შს მინისტრმა "ევროპული საქართველოს" მიმართვაზე, მივიდეს გახარია პარლამენტში და არსებულ კითხვებ უპასუხოს განაცხადა, რომ "თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით მისი ნახვა, შეუძლიათ დაპატიჟონ ყავაზე და მივა.