19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან" - ოპოზიცია ზურაბიშვილის სკანდალს ეხმაურება 

საქართველოს პრეზიდენტის სკანდალი - სალომე ზურაბიშვილის მიერ ოფიციალურ გვერდზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი, კონკურენტ ჯო ბაიდენს  „მძინარას“ უწოდებს, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტების, რომ ზურაბიშვილის გვერდზე ტრამპის პოსტი სოციალური მედიის მართვის მენეჯერის შეცდომის შედეგად მოხდა, არ სჯერათ.

პოლიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტის მსგავსი გადაწყვეტილებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

Image result for ხატია დეკანოიძე„ეს ადამიანი აკნინებს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს, არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რეალურად დამაზიანებელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ქალბატონ სალომეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ვერ აზროვნებენ ან არ აზროვნებენ. ძალიან კარგად ვიცით ტვიტერი როგორ მუშაობს, როგორ ხდება გაზიარება ინფორმაციის. ყველა გადასარევად ხვდება რასთან გვაქვს  საქმე, საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.

ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ იგი ქვეყნის მთავარსარდალია და მისი ყოველი ნაბიჯი საქართველოს პოზიციას გამოხატავს.

Image result for გიორგი კანდელაკი„სალომე ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ ფორმალურად იგი მაინც არის პრეზიდენტი და მისი ანგარიშები სოციალურ მედიაში, არის საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის გამომხატველი ფორმალურად მაინც და როდესაც იგი ასეთ პოლიტიკურ თავდასხმებს ერთი მხარის, ოფიციალურ გვერდზე აზიარებს, ნუ როგორც მინიმუმ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს, ასევე ქვეყანას, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი.

მომხდართან დაკავშირებით განმარტებებისგან თავს იკავებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

„არ ვიცი რა პოსტზეა საერთოდ საუბარი და არ მგონია, რომ რამდენი პოსტი დაიდება „ფეისბუქში“, კომენტარები უნდა გავაკეთო,“-აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები