25 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი - მალხაზ მაჩალიკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა. ის სუს-ის მიერ გავრცელებულ მასალას "ფაბრიკაციას" უწოდებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ელოდება, რომ მას დააკავებენ, რადგან როგორც თავად ამბობს, მას არაფერი ჩაუდენია.

„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიო ჩანაწერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, აუდიოჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს - ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება და ის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის - იოსებ გოგაშვილის მკვლელობას გეგმავს. ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დავალებას აძლევს მის ძმისშვილს, რომ იოსებ გოგაშვილის მამის საფლავი იპოვოს ზემო მაჩხაანში. სუს-ის მტკიცებით, სწორედ მამის საფლავზე გეგმავდა მაჩალიკაშვილის შურისძიებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები