18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
საქართველოს, სამ ქვეყანაში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოს საგარეო უწყებას, ახალი ელჩები - უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში ეყოლება. ამის შესახებ განცხადება, სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
 
თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც 1996 წლიდან სხვადასხვა ქვეყნაში დიპლომატიურ უწყებებში საქმინობდა, საქართველოს წარმომადგენელი უკრაინაში იქნება. მანამდე, ის 2004-2008 წლებში ბულგარეთში, ხოლო 2011-2018 წლებში აზერბაიჯანში, საქართველოს ელჩი იყო.
 
ქუვეითში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ჟღენტი იქნება. სხვადასხვა დროს, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2004-2005 წლებში კი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.
 
რაც შეეხება ვატიკანს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ იქ კვლავ, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი იქნება. საგარეო საქმეთა სამნისტროს ინფორმაციით, ის არაერთი მაღალი რანგის ჯილდოს მფლობელია, მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2004-2014 წლებშიც ეკავა.
დღის ამბები