გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ანგელა მერკელი, საკუთარ მილოცვაში ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკზე საუბრობს. ასევე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესს, მომავალშიც მხარი დაუჭიროს.
"მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას. გისურვებთ წარმატებას და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში",- ნათქვამია, ანგელა მერკელის მილოცვაში.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.