18 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ლაფანყუირელები შიშობენ რომ ჰესის გამო სასმელი წყლის გარეშე დარჩებიან

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა, უკვე რამდენიმე საათია ცდილობს ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს აუხსნას, რომ მისი აშენების შემთხვევაში სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩებიან.

ადგილობრივები შეხვედრაზე, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებთან თელავის საკრებულოში მიმდინარეობს საუბრობენ იმაზეც, რომ ჰესის მშენებლობის გამო პრობლემები შეექმნებათ და შესაძლოა ბუნებას სერიოზული ზიანი მიადგეს.

საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ კომპანიის წარმომადგენლები. მათ ადგილობრივებს გააცნეს დოკუმენტაცია, რომელიც რეგიონში ეკოლოგიურ საფრთხეებს გამორიცხავს. ასევე საუბარი შეეხო, ჰესის მშენებლობის დადებით მხარეებს, კერძოდ კომპანიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად სოფელში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება და ადგილობრივებიც დასაქმდებიან.

შეხვედრას, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

დღის ამბები