27 დეკემბერი 2024,   03:15
ვრცლად
კარასინის წასვლის მიუხედავად, რუსეთის საგარეო უწყებას საქართველოსთან დიალოგის შენარჩუნების იმედი აქვს

გრიგორი კარასინის რუსეთის საგარეო უწყებიდან ფედერაციის საბჭოში გადასვლის შემდეგ გააქტიურდა კითხვა, შენარჩუნდება თუ არა საქართველოსთან დიალოგის არხი, რომლის ფუნქციასაც აქამდე აბაშიძე-კარასინის ფორმატი ასრულებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების ეს არხი შენარჩუნდება, თუმცა რა ფორმით, უცნობია.

"ახლა, ვიდრე ეს საკითხი გადაწყვეტის პროცესშია, მე ვიმედოვნებ, რომ დიალოგის ეს არხი ამა თუ იმ ფორმით დარჩება,"- განაცხადა რუდენკომ, თუმცა არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა თავად ამ ფორმატში კარასინის ჩანაცვლებას.

დღის ამბები