ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა რეკომენდაციას მოსამართლეთა შემცირების შესახებ უმრავლესობა არ ეთანხმება. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ მოსამართლეთა რაოდენობის ხელოვნურად შემცირება დაუშვებელია.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანი და გასათვალისწინებელია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც ბიძინა ივანიშვილს ყველაფერზე ეთანხმებიან, უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს რომ მოსამართლეთა არსებული სია დაამტკიცოს.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ევროპული საქართველო აჩვენებს კანდიდატების რეალურ სახეს, რომ ივანიშვილს ხელი შეეშალოს არსებული სიის დამტკიცებაში.
"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი თვლის, დასამტკიცებელი სიის შემცირება არსებულ ვითარებაში ეს შედეგის მომტანი არ იქნება.