27 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
საქნახშირის თანამშრომლები აქციას ტყიბულის მერიის შენობასთან დილიდან განაახლებენ

დღეს ტყიბულის მცხოვრებლები და საქნახშირის თანამშრომლები აქციას მერიის შენობასთან დილიდან განაახლებენ, სადაც მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებას დაელოდებიან. 

შახტში დასაქმებულებს, რომელთა ნაწილი ამ დრომდე 300- მეტრის სიღრმეში შიმშილობს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - გააცნონ ტყიბულის სამომავლო განვითარების გეგმა და დროულად მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.

მეშახტეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. თუ, როდის შეძლებენ დასაქმებულები ხელფასების მიღებას - ამ კითხვაზე საქნახშირის ადმინისტრაციას კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვს.

დღის ამბები