რატომ დახურა ია კერზაიას საქმე პროკურატურამ - საგამოძიებო უწყებიდან გუშინ მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას ბაჩანა შენგელია დღეს სახალხო დამცველს გააცნობს. შენგელიას თქმით, პროკურატურის არგუმენტი არასაკმარისი მტკიცებულებებია, რასაც ია კერზაიას შვილი კატეგორიულად არ ეთანხმება. შენგელია საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ საქმის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე შეიცვალა პროკურორი.
"მათ შეცვალეს საქმის პროკურორი და ნაცვლად ნეფარიძისა, რომელიც 8 თვის განმავლობაში ამ საქმის პროკურორი იყო, ვინმე ია დარჯანიას მოაწერინეს ხელი ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე. ეს ის პროკურორია, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობს და დღეს მისი ერთ-ერთი მთავარი საქმე არის ნიკა მელიას საქმე.
მე ვაპირებ, რომ მივმართო სახალხო დამცველს, ჩვენ უკვე დავნიშნეთ შეხვედრა, მივაწოდო ყველა ეს მასალა, მას თვითონაც აქვს საქმის მასალებზე წვდომა და შესაბამისად, მოახდინოს რეაგირება,"- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.