27 დეკემბერი 2024,   07:14
ვრცლად
შეხვედრა, რომელიც შედგა, ხელს შეუწყობს საქართველოს და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას - გიორგი გახარია

„ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, ხელს შეუწყობს საქართველოს და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას", - გიორგი გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების პირველ პირებს შორის დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს. 

„ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები