27 დეკემბერი 2024,   07:11
ვრცლად
სკანდალური შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება

სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა. არც ერთმა მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

დიმიტრი გაბუნიასა და ანგი ხუციშვილის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი დაიბარეს. გამოკითხვის პროცესი 11 საათზე დაიწყო.  

შეგახსენებთ, გამოძიება ამ ხმაურიან თემაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები