14 სექტემბერი 2026,   22:42
ვრცლად
უბედური შემთხვევა ვარკეთილში - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პროცესი ტექნიკური პრობლემების გამო ორ საათიანი დაგვიანებით დაიწყო.

ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავს უდანაშაულოდ თვლიან.

"ხელშეკრულებაში წერია, რომ მობილური ტელეფონი ერთი დღით, 22 რიცხვამდე აიღეს, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ეს ტელეფონი წართმეული არ არის. ეს ტელეფონი ნებით მისცა  იმიტომ, რომ იციან ლომბარდში ვიდეო თვალია და ხელშეკრულება იდება და მიაკვლევდნენ. როგორც ჩანს მოწმეები პოლიციამ შეაშინა,"- ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი წიწილაშვილის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი.

გოგა გიგაურის ადვოკატის განცხადებით, კი საქმეში ვერსად ნახა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილთან სიტყვიერი ან რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონოდა.

"მისი დაკავების მიზეზი გახდა  დაკავებულებთან ურთიერთობა, გიგაურის ოჯახიდან ამოღებულია ოთხი მობილური ტელეფონი, რომელიც მას ოფიციალურად აქვს შეძენილი, როგორ შეიძლება ადამიანმა ძარცვა ჩაიდინო 220 ლარიანი ტელეფონის გამო როცა სახლში კანონიერად შეძენილი 4 მობილური ტელეფონი გაქვს?"- ამბობს ირმა ბრელიძე.

"მტკიცებულებები რაც ბრალდების მხარემ გადმოგვცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეფერება, ის ბრალდება რაც წაყენებული აქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას,"- აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

დღის ამბები