27 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
სტიქია ოზურგეთში - დატბორილია რამდენიმე სოფელი

გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში მდინარე ბჟუჟი ადიდდა. დატბორილია სოფელ წითელმთაში ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი კარმიდამო, საფრთხე ექმნება წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელსაც.

სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა  მხოლოდ შემოვლითი გზით, მელექედურის მხრიდან არის შესაძლებელი.

კრიტიკული მდგომარეობაა თაყაიშვილის ქუჩაზეც. დაიტბორილია მოსახლეობის ეზოები და საყანე მინდვრებიც. 

ინფორმაციას სტიქიიის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები. 

 

 

დღის ამბები